21:31 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 17:09:27, 552 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში 1 000 მშობლის მარში მიმდინარეობს

თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხესა და ხარაგაულში  1 000 მშობლის მარში მიმდინარეობს.

თბილისში მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და კანცელარიასთან დასრულდება.

პროტესტის 100 დღე არის კამპანია, რომელიც გოგოების და ქალების მიმართ სქესობრივ ძალადობას უპირისპირდება. აქციის წევრები სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარებას ითხოვენ.

„შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახადეთ სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო“, - აცხადებენ აქტივისტები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics