|
2021-03-05 17:41:37, 561 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა
რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ და მსგავს შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა. მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დროს აღნიშნა, არსებობს რთული ჰესები, სადაც მაღალი კაშხლებია და სადაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ასეთ დროს, სამომავლოდ შეიძლება განხილული იყოს, რომ მსგავსი ობიექტების მშენებლობისას ლიდერის პოზიცია სახელმწიფომ იტვირთოს. ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი ჰესები აუცილებლად იქნება ასაშენებელი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც მესაკუთრისა და ინვესტორის, ალბათ იმისთვისაც იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი შეკითხვები არ დაისვას. „წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის" შემთხვევაში, კონკრეტულად, თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ფინანსებით უცხოური ინვესტიციების გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მე მგონი, ამის მტკიცება თანამედროვე საქართველოში საჭირო არც არის. ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს, ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ და ევროპული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, ეს მარტო ჩვენი რესურსით შეუძლებელია. ამიტომაც გვეამაყება, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო სახელდება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყნად უცხოელი ინვესტორების მიმართ" - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ და ავითარებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს. „ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ფული, ჩვენი ვალუტა და იქიდან შემოვიტანოთ არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, არამედ - დენი, თანაც იმ პირობით, რასაც გვიკარნახებენ" - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)