22:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 14:28:54, 428 ნახვა

საზოგადოება
„ნამოხვანჰესის“ საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - მოქალაქეები ნათია თურნავას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ

ცაგერში „ნამოხვანჰესის“ საკითხის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს.

ხმაურის მიზეზი „ნამოხვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკას” და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას რიონის ხეობა 99 წლით გადაეცემა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და განაცხადა, რომ თურნავა მოღალატეა და მოვა დრო, როცა სამშობლოს ღალატისთვის ყველას გაასამართლებენ.

„თავად ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, როდესაც ხელისუფლებაში მობრძანდებოდით, დადეს პირობა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოში შეჩერდებოდა. ის ხელშეკრულება, რაც გაქვთ გაფორმებული და რომელიც გასაჯაროვდა ის არის დანაშაული და ეს არის ღალატი საკუთარი ერის წინაშე. თქვენ ხართ მოღალატეები, მოვა დრო და გაგასამართლებენ, როგორც მოღალატეებს. დარწმუნებული იყავით რომ ეს მუდმივად ასე არ იქნება და ამის გამო თქვენს შვილებთან და შთამომავლობასთან გაქვთ გასაცემი პასუხი და კაპიკებში გაყიდეთ სამშობლო“, - მიიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნათია თურნავას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics