|
2021-03-04 14:37:28, 590 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა. „პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა იმ დარგებს, რომლებიც დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე. თბილისის სარესტორნო ბიზნესი არის ის დარგი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, საიჯარო ქირების მოხსნასთან თუ მუნიციპალური სივრცეების დათმობასთან დაკავშირებით, რომ გარეთ გამოეტანათ მაგიდები და სკამები. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომ გაიზიარა ეს ინიციატივა, რომელიც წამოვიდა მცირე და საშუალო რესტორნებიდან. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს ინიციატივა ითვალისწინებს 5000-ლარიან ვაუჩერს, რომელიც გადაეცემა თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. მისივე განმარტებით, პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კრიტერიუმები დაკავშირებული იქნება რესტორნების ბრუნვასა და სკამების რაოდენობასთან. მისივე თქმით, სუბსიდიების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს, დაახლოებით, 400 რესტორანი დააკმაყოფილებს. „კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და იქნება მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომელსაც ისინი შეავსებენ. კრიტერიუმები იქნება ბრუნვასთან და სკამების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასევე, ამ პროგრამით ვერ ისარგებლებენ მსხვილი ბიზნესები, ფრენჩაიზები, საერთაშორისო ქსელის ოპერატორები. ეს არის გათვლილი თბილისში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებზე. კრიტერიუმები ზუსტდება და მომდევნო დღეებში დაანონსდება. დაახლოებით, 400 რესტორანი დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. თბილისის მერიის ინიციატივის თანახმად, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5,000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10,000 ლარს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)