00:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 11:31:58, 824 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტს ყოველთვის მხარს უჭერდა.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობას ყოველთვის ჰქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატული აღნიშნული პროექტის მიმართ, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოუცხადა ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა. 

ევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არა ერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, ასევე გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით, საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით. იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება.

ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics