|
2021-03-02 15:35:33, 447 ნახვა
ეკონომიკა
„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს
„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ საქართველოში მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება, რომლის ორგანიზებასაც საქართველოში ახორციელებს „საქართველოს ფოსტა“. „საერთაშორისო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ კონკურსში, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, საშუალოდ 1,2 მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას. 2021 წლის საკონკურსო თემა გახლავთ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით”. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. ჟიური დააჯილდოვებს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და საჩუქარი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: • წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით • მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები • წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი • წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას • კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული • სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს. წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ ან არაბულ ენაზე. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 მარტიდან 2021 წლის 4 აპრილის ჩათვლით (17:00 საათი). საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე - gpost.ge, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ letter@gpost.ge. აღსანიშნავია, რომ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)