|
2021-03-02 12:39:01, 569 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - „კოვაქს“ პლატფორმიდან „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის შემოთავაზება მივიღეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმამ საქართველოს ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული „ნოვა ვაქსის“ ვაქცინა შესთავაზა. მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმაზე ორი თვის განმავლობაში განთავსდება. „კოვაქს“ პლატფორმაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გადარიცხა 575 ათასი დოლარი. მოგეხსნებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და საქართველოში ვაქცინაცია დიდი ალბათობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება. დილას დამიდასტურეს, რომ ფული გადარიცხულია იუნისეფზე, რომელსაც შემოაქვს ვაქცინა. დანარჩენი, რასაც „კოვაქს“ პლატფორმა გამოაცხადებს, არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჩვენ გუშინ მივიღეთ შემოთავაზება „კოვაქს“ პლატფორმიდან მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინის გარდა „ასტრაზენეკასი“, ასევე ახალი ამერიკული „ნოვა ვაქსი“, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო. ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა „ნოვა ვაქსი“, რომელსაც საქართველო მიიღებს. გარდა „კოვაქს“ პლატფორმისა, ჩვენ „ნოვა ვაქსთან“ და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)