01:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 23:07:34, 1183 ნახვა

ეკონომიკა
რა უნდა ნახოთ ბათუმში ამ ზაფხულს

რის განმავლობაში ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატებს ზაფხულის მოლოდინიც. ყველა მოუთმენლად ელის პანდემიის დასრულებას, შეზღუდვების მოხსნასა და ზაფხულს. წელს ზაფხული თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, გირჩევთ უკვე იფიქროთ ამაზე. ადამიანების უმეტესობა ზღვისპირეთს მიაშურებს და ტრადიციად ქცეულ ბათუმურ ვიაჟს მოიწყობს. ამიტომაც ბათუმი სწორედ ის ქალაქია, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის პირველ რიცხვებამდე.

ბათუმის ვიზიტისას ყველა სტუმარი მზადებას საცხოვრებლის შერჩევით იწყებს. ბინები ბათუმში როგორც წესი, დღიურად ქირავდება, რომლის ფასიც გამომდინარეობს ლოკაციიდან და მდგომარეობიდან. ბინის არჩევის შემდეგ უკვე დღის წესრიგში ის საკითხი დგება, თუ რა შეიძლება მოინახულო და სად გაერთო. სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ამ ზაფხულს და რომლის გამოც ნამდვილად ღირს ბათუმში დასვენება.

ალი და ნინო

დარწმუნებულები ვართ, უკვე ბევრჯერ მოგისმენიათ მათ შესახებ, თუმცა თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს მომაჯადოებელი სანახაობა. ალი და ნინოს ქანდაკებას ბულვარის დასაწყისში შეხვდებით.

პიაცა

ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. იდეა აღებულია ვენეციური მოედნიდან. მოედანზე განთავსებულია რესტორანი და სასტუმრო, საღამოობით კი უკრავს ცოცხალი მუსიკა.

დელფინარიუმი

თუ პატარა გყავთ ოჯახში, ეს ის ადგილია სადაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის ჯადოსნურ მოგონებას ნამდვილად აჩუქებთ. გაწვრთნილი დელფინების სეციალური პროგრამა ნამდვილად გაგიხალისებთ მზიან დღეებს.

ჭაჭის კოშკი

თუ ქართულად მომზადებული ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ბრძანდებით, ან სულაც უბრალოდ გსურთ დღე უჩვეულო და სასიამოვნო აქტივობას დაუთმოთ, სადაც ალკოჰოლიც ურევია, მაშინ ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ჭაჭის კოშკში მდებარეობს ბულვარის დასაყისში და საჩუქრად ჭაჭას მიიღებთ.

ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია მსოფლიოში, რადგან აქ არსებული მცენარეთა სახეობები აღებულია სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან, რომლებიც უნიკალურად თანაარსებობენ. ასევე, ამ ადგილას ზაფხულის სიცხისგან გაბეზრებულებს შეგიძლიათ თავი შეაფაროთ და დატკბეთ სიმწვანით.

გონიოს ციხე

გონიო-აფსაროსის (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე დაარსდა I საუკუნეში. აქ ასევე განთავსებულია მუზეუმი და ნაკრძალი, სადაც დაცულია ექპონატები, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე აშენდა 535 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით. ეს სწორედ ის ცნობილი ქაჯეთის ციხეა, რომელიც რუსთაველმა ვეფხისტყაოსანშიც აღწერა. მდებარეობს ბათუმთან ახლოს, ციხისძირში.

ზღვა

და მაინც ჩვენი ბათუმში ვიზიტის მთავარი მიზეზი ხომ შავი ზღვაა. აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა გაცუროთ, ხოლო თუ შესაძლებლობები გიწყობთ ხელს,  ბინები ბათუმში სწორედ შავი ზღვის ხედით უნდა იქირაოთ.

ეს ის ადგილებია, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს და უკმაყოფილოს არავის დატოვებს. ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება ფიზიკურად ვერ მოახერხოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხნით რჩებით, თუმცა ზღვას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

ასევე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  ბინები ბათუმში  სასურველი ხედით მარტივად იპოვოთ, აუცილებელი არ არის ყველა შენობას სათითაოდ ესტუმროთ, ყველა ბინა განთავსებულია Dgiurad.ge-ზე, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ კომფორტულად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics