01:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 23:06:40, 869 ნახვა

ეკონომიკა
აუცილებელი დეტალი, რც უნდა იცოდეთ უძრავი ქონების ყიდვისას

ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე აუცილებელი ხდება დიდი ცვლილებები, რომლებიც საბოლოოდ მთლიანად ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს. ხშირად გვიწევს სხვადასხვა პასუხისმგელბობების აღება, თუმცა ასეთი შემთხვევის დროს პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია და სრულად ვიაზრებთ მის მნიშვნელობას, რაც საშუალებას გვაძლევს არ მოვდუნდეთ და გვახსოვდეს რისთვის ავიღეთ ის. ასეთი განსაკუთრებული შემთხვევაა ახალ ბინაში გადასვლა. უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში საძიებო არეალს ფილტრავთ ფასის მიხედვით, შემდეგ ეძებთ სასურველ  ლოკაციაზე და ყურადღებას აქცევთ მდგომარეობას. ეს სამი მთავარი ფაქტორია, თუმცა არის კიდევ უამრავი მცირე ფაქტორი, რაც მთლიანობაში გავლენას ახდენს თქვენს გადაწყვეტილებაზე. უძრავი ქონება არ არის ის ამბავი, რომ ხშირად შეიძინოთ და საცხოვრებელი მუდმივად იცვალოთ, ამიტომ აუცილებელია გულდასმით მოძებნოთ ის რაც გსურთ.

წარმოიდგინეთ გაქვთ შესაძლებლობა მოძებნოთ ასეთი ადამიანები, თქვენს სამეგობროში, სანაცნობო წრეში ისინი, ვისაც ბინის შეძენა სურს, თავად დაეხმაროთ, მათ მაგიერ მოიძიოთ ბინები, შესთავაზოთ და ამით საკმაოდ კარგი მოგებაც ნახოთ და რაც ყველაზე მთავარია, მთელი პროცესის წარმოება სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი.

საუკეთესო კომფორტი ბინის ყიდვისას ხომ ადამიანია, რომელსაც გააცნობთ თქვენს სურვილს, თუ როგორი ბინის შეძენა გსურთ განსაზღვრულ ფასში და ის თქვენს მაგიერ მოიძიებს, რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ და თავად დაგაკავშირებთ მეპატრონესთან. მოლაპარაკებისას კი სრულად ჩამოსცილდება პროცესს და თავად გექნებათ საშუალება განიხილოთ ყველა დეტალი. ეს ადამიანი აუცილებელია თქვენი ნდობით სარგებლობდეს, შესაბამისად საუკეთესო ვარიანტი მეგობარი ან კარგი ნაცნობი იქნება, ვისაც ენდობით.

უძრავი ქონება გრძელვადიანი აქტივია, რომლის არჩევისას ყურადღება გმართებთ, რადგან სწორედ კონკრეტული ბინა განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ხარისხს მომდევნო წლები. იმისათვის, რომ საცხოვრებელი კონრეტული კრიტერიუმებით იპოვოთ, უნდა მოძებნოთ ყველა შესაძლო ალტერნატივა, განიხილოთ ყველა მათგანი და შეაფასოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ახლა კი წარმოიდგინეთ ყველა ეს დეტალი ერთ პლატფორმაზე იყოს თავმოყრილი, შესაძლებლობას გაძლევდეთ საიტზევე აარჩიოთ უძრავი ქონება მეგობრისთვის, გქონდეთ წვდომა დეველოპერულ კომპანიებთან, მათ შეთავაზებებზე და წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, სახლიდან გაუსვლელად საკმაო ოდენობის ანაზღაურებაც სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ. სწორედ ასეთი პლატფორმაა ლიდინი, რომელიც მაქსიმალურად ამარტივებ კომუნიკაციას ბინის ყიდვით დაინტერესებულ ადამიანსა და დეველოპერულ კომპანიას შორის. დარეგისრტირების შემდეგ მიიღებთ ასოცირებული ბროკერის წოდებას და გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებებით.

ადამიანების მოძიება თქვენზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ სასურველია ასეთი ადამიანები თავდაპირველად სამეგობროშ აღმოაჩინოთ, თუმცა არც ამაში ხართ შეზღუდული. მნიშვნელოვანი დეტალი თქვენი მეგობრისთვის ის იქნება, რომ სანდო ადამიანთან ექნება კომუნიკაცია და მოლაპარაკების პროცესში მხოლოდ თვითონ და კომპანიის წარმომადგენელი იქნება ჩართული. მესამე პირის არ არსებობა მთელ ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს ხდის და ამცირებს შესაძლო რისკებს, რადგან ბინის ღირებულებაზე უშუალოდ კომპანიასთან წარმოებს მოლაპარაკება.

არსებულ რეალობაში საკმაოდ კომფორტულია თქვენი სოციალური უნარებით დამატებითი ანაზღაურების გამომუშავება, რაც რა თქმა უნდა, სრულად თავსებადია სხვა სახის სამსახურთან. თუკი ამ ეტაპზე არ ხართ დასაქმებული, იდეალური ვარიანტია ახალი მწვერვალების აღმოსაჩენად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics