00:53 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 16:27:11, 540 ნახვა

საზოგადოება
მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი მანიფესტი წარადგინეს

მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით, ერთობლივი მანიფესტი წარადგინეს.

მანიფესტში საუბარია ბოლო დროს კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმაზე.

ხელმომწერნი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება და შეწყვიტონ მედიის წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

„2020-21 წლებში საქართველოში მედია გარემო ძალიან დამძიმდა გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. საქართველო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით აგრესიისა ნდა ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანი პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.

ჩვენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

უზრუნველყონ ჟურნალისტების თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;

შეწყვიტონ მედიის წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;

შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;

შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით“, - ნათქვამია მანიფესტში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics