|
2021-02-26 11:10:59, 469 ნახვა
საზოგადოება
სატყეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ონლაინ ფორმატში იმსჯელეს
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ახალი „ტყის კოდექსის’’ ამოქმედების საკითხსა და „ტყითსარგებლობის წესის“ დებულების შემუშავების პროცესის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტი ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაა. ტყე და მისი რესურსი ქვეყნის განვითარების პროცესში სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს, წარმატებით ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები; 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება. ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია კავკასიაში პირველად ხორციელდება, რაც ქვეყანას დაეხმარება ტყეების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში. სხდომაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ (GCF) დაფინანსებული ახალი პროექტი ,,ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში ტყის დეგრადაციის შედეგად სათბური აირების გამოყოფის შემცირებისთვის’’, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოსახლეობის შეშაზე დამოკიდებულების შემცირებას, მის მდგრად გამოყენებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერას, მუნიციპალური ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა და საელჩოების წარმომადგენლები. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ახალი ტყის კოდექსის დამტკიცების მნიშვნელობას. ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელების პროცესს მხარს უჭერს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელი (CENN).
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)