16:25 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 09:21:05, 829 ნახვა

პოლიტიკა
მომდევნო კვირაში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევა.

როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, შარლ მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გაგრძელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ესტუმრება.

საქართველოში ვიზიტისას შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ საზღვარს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics