2021-02-25 09:08:51, 466 ნახვა
საზოგადოება
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი გავიდა
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი გავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენტციისა და სხვა უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან