2021-02-24 15:29:02, 501 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანპოსრტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთანავე, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან აღადგენს.
"საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან; მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან