2021-02-24 14:30:16, 461 ნახვა
საზოგადოება
სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ
სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან