11:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 14:26:24, 421 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა ეს ქვეყანა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ

უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა ეს ქვეყანა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია ნიკა მელიას დაკავებია და ქვეყანას არ სჭირდება ესკალაციის გაღრმავება, კუნთების თამაში და მაგარი ბიჭობის დამტკიცება.

„ძალიან სამწუხაროა დღეს რაც მოხდა, გუშინ სწორედ ამის შესახებ ვესაუბრებოდით მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ღარიბაშვილს და ვეუბნებოდით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ესკალაციის გაღრმავება, არა ორმხრივი კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი.

დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, დღეს იყო ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი, რაც ვნახეთ. დღესაც იგივეს ვიმეორებ რასაც ვამბობდი გუშინ და რასაც ვამბობდი მთელი ეს პერიოდი, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში და აი უკვე, ერთი ფეხი წაგვიცდა და ერთი ფეხით გადავიწიეთ უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულისენ, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ყველა უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics