12:17 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 13:57:32, 734 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია კრიმინალია - ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი

ნიკა მელია ჩვეულებრივი კრიმინალია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნიკა მელია ჩვეულებრივი კრიმინალია და გვეუბნებიან, რომ როდესაც პარლამენტზე შტურმი სცადა, თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ ბელიას, მე ვკითხე ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში ადამიანებს რაიმე სახის ინდულგენციებს აძლევდნენ, როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი ადამიანების თავშესაფარი?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემს და ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსი, ძალიან მალე დასრულდება.

„თუ კარგად გადახედავთ ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ამ ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასთან, დიდ ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს სიმტკიცესა და პრინციპულობას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ჩვენი პოზიციების, ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, არამედ ეს გაუგებარი და ხელოვნურად შექმნილი ხმაურიც და ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება. ამის გარანტიას ვიძლევი მე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics