2021-02-22 13:33:21, 398 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: კორონავირუსის საწინააღმედო პირველი ვაქცინა მარტში შემოვა - წლის ბოლოს, მოსახლეობის 60%-ს ავცრით
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციცნა საქართველოში მარტის თვეში შემოვა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წლის ბოლოსთვის, მოსახლეობის 60% იქნება ვაქცინირებული.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, მარტის თვეში შემოვა. წლის ბოლოს, ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, ეს იქნება ნებაყოფლობითი და ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, უზრუნველვყოფთ ვაქცინით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან