15:46 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 12:09:47, 527 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს, ყოვლად დაუშვებელია

ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განცახადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს, მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მინდა, პირველ რიგში დავიწყო იმით, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. მინდა, ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად. ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც მომდინარეობს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ! სრული მხარდაჭერა ჩვენს პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics