15:39 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 11:40:08, 637 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება

„ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია ამბობს, აფრთხილებდა ხელისუფლებას რომ მისი დაკავება წარმოუდგენელი მისია იყო და ეს გაფრთხილება დროულად უნდა შეესმინათ.

„ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება. ნიკა მელიას ხელზე დაედება თუ არა ოკუპანტის ხელბორკილი, ამაზე კი არ დგას საკითხი პრობლემას ეს არ ქმნის. ვაფრთხილებდი ხელისუფლებას რომ ჩემი დაკავება არის წარმოუდგენელი მისია, რომელსაც ვერ შეასრულებდნენ და სჯობდა ადრე შეესმინათ ის რასაც მე მათ ვეუბნებოდი. საკითხი არის მწვავე სხვა მიმართულებით, რომ ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ წყობად ის რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს ნიკა მელიას მხარდასაჭერად კი არ გაერთიანდა პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, რეალურად ვიბრძვით დემოკრატიის გადასარჩენად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics