|
2021-02-19 11:17:41, 501 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური კრიზისი არსად გამქრალა, ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის სრული სპექტრი მზად არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. როგორც გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პოლიტიური კრიზისი და მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადაწყვეტილებები, ყველა მიმართულებით. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე ოპოზიციას განსახილველად წარდგენილი ექნება ოთხი საკითხი: ნიკა მელიას საქმე, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და ახალი, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. „დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო გადაწყვეტილებები ყველა მხარის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა, სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელი აიღოს მართლმსაჯმულების პოლიტიკური ნიშნებით გამოყენებისთვის, დაუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დავიწყოთ მოლაპარაკებებისთვის მზადება. ჩვენმა მეგობარმა ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც უნდა შეეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას სამართლებრივად დაკავების საკითხი, იმედი მაქვს, ამ თემაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“, დაუყოვნებლვ უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა, აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო რეფორმა, ისე როგორც ეს იყო მოლაპარაკების მაგიდაზე, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და რაც მთავარია, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)