13:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 18:16:44, 643 ნახვა

საზოგადოება
2016 წლის ბიუჯეტით პენსიის ზრდა არ იგეგმება

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა, პენსიის ზრდა არ იგეგმება.

2015 წელს პენსიის გასაცემად  1 მილიარდ 390 მილონი ლარი იყო გამოყოფილი, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, კი 1 მილიარდ 390 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის ზრდა ამ ნაწილში, პენსიის მიმღები ბენეფიციართა ზრდამ გამოიწვია.

კაკაურიძის ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 40 ათასით არის გაზრდილი.

2012 წლის ბოლოს 670 ათასი ბენეფიციარი იყო, წელს კი,  მათი რაოდენობა 710 ათასამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, სექტემბერში ასაკობრივი პენსიის რაოდენობა 10 ლარით გაიზარდა და ის 160 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics