15:05 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 16:57:48, 595 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - არასოდეს ვყოფილვართ ხელახალ არჩევნებთან ისე ახლოს, როგორც ახლა

არასოდეს არ ვყოფილვართ ისე ახლოს ხელახალ არჩევნებთან, როგორც ახლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ ჟურნა,ისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩაინიშნება.

„ძალიან ვაფასებ თქვენს ამ მხარდაჭერას და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. უახლოეს მომავალში, რისთვისაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოპარული არჩევნები სახეზე გვქონდა, არ გავუფორმეთ „ქართულ ოცნებას“ მოპარული არჩევნები. ვიბრძოლეთ ერთი დღე, ორი დღე და დღემდე ვიბრძვით მოპარული არჩევნებისთვის. არასოდეს არ ვყოფილვართ ისე ახლოს ხელახალ არჩევნებთან, როგორც ახლა. მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩაინიშნება, გამორიცხული ამბავია.

ახლა მთავარია ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, სამართლიანი, ობიექტური და იქვე საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდეს და არჩევნები სხვა ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარდეს. ვინ რა სახის ერთობას შექმნის, ეს შემდეგი საკითხია. მთავარია, ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, ხმა, რომელსაც იგი მისცემს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, დაცული იყოს. ჩვენ, ოპოზიციამ ვერ ვუზრუნველყავით ყველა იმ ხმის დაცვა ჯამურად, მაგრამ გამოვავლინეთ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. შესაბამისად, ჩვენ დავდეთ მანდატი, ამიტომ თუკი ვინმეს ოდნავ მაინც აქვს დაგროვებული პოლიტიკური ცხოვრების თვალყურის მიდევნების გამოცდილება, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics