|
2021-02-18 13:00:33, 621 ნახვა
პოლიტიკა
სირცხვილია: შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ „როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“
შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ „როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“, - ასე ეხმაურება სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას. „გულისამაჩუყებელი" ტექსტებიას მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია". სხვებს კი, ვისაც ამ ქვეყანაში ყველაფრის იმედი დაკარგული გაქვთ, გეტყვით, რომ ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება", - აღნიშნულია „სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტმრა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)