|
2021-02-18 11:20:22, 529 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - გიორგი გახარიამ გადადგომით პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა
„გიორგი გახარიამ გადადგომით პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ გადადგომით სისხლისღვრისკენ მეორე ნაბიჯი არ გადადგა „ჩვენი ამოცანა არ არის ძალადობა, არასოდეს არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, რადგან ჩვენ ვართ მართლები. ქვეყანა მხოლოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებით განვითარდება. ამიტომ აშშ-ს საელჩოს განცხადება და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადჰყოფს, რომ ხალხს აქვს საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ, როგორც ჩანს, განათდა რიგ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, ვგულისხმობ ბატონ გახარია, რომელმაც მეორე ნაბიჯი სისხლის ღვრისკენ არ გადადგა, რომლისკენაც, სავარაუდოდ, მოუწოდებენ თანაგუნდელები. მას ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან და პრაქტიკულად, აღიარა, რომ იგეგმებოდა დღეს სისხლისღვა თავისუფალი ადმიანებზე და ეს ასრ გააკეთა დასაფასებელია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)