15:14 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 00:09:54, 593 ნახვა

პოლიტიკა
არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა - ვოლსკი მელიას განაჩენზე

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხმაურება.

როგორც ვოლსკიმ ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

„ვერდიქტის შემდეგ მიმდინარე პროცესებს რასაც ვუყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და ნაწილი გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის იურისტი იყო, რომ მიხვდე რაღაც ხდება ისეთი რაც კითხვებს ბადებს. არცერთ ქვეყანაში, არცერთ სასამართლოში დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით გარკვეული შეზღუდვები უნდა ყოფილიყო და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს, როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა. აი ამ საკითხს სანამ გადაწყვეტს შესთავაზეს გირაოს გადახდა და ხელზე სამაჯურის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics