|
2021-02-17 17:56:35, 452 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს მისი პარტიის ლიდერს
მიხეილ სააკაშვილი, წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს მისი პარტიის ლიდერს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, აღკვეთის ღონისძიება ვერ დამძიმდება. „მიხეილ სააკაშვილი, წაქეზებით და მისი გადაწყვეტილებით იჭერს დღეს მისი პარტიის ლიდერს, თუ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. რეალურად ჩვენ, ყველას ერთად გვაქვს დასკვნების გამოტანის საშუალება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე მთელ მსოფლიოში დამოკიდებულია ბედი აღკვეთის ღონისძიებისა, რომელიც ვერ დამძიმდება ვერც ერთ ვარიანტში. ასეთი შემთხვევა არ არსებობს, თუ ელემენტარულად გირაოს გადაიხდის მელია და კანონს დაემორჩილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)