|
2021-02-16 15:55:56, 413 ნახვა
პოლიტიკა
მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს - ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე
„მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას. როგორც ის აღნიშნავს, უკვე მეორედ იხილეს „ქართული ოცნების“ ერთი და იგივე სცენარი. „ჩვენი გეგმა არაფრით არ შეცვლილა. იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან კუნთების ჩვენების მცდელობა, რომ ჩვენ უცილებლად მოვუხსნით იმუნიტეტს ნიკა მელიას და გააკეთეს. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ გაებედა წინააღმდეგობა და მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს. საბოლოო ჯამში უკვე მეორედ დავინახეთ ერთი და იგივე სცენარით მიდის „ქართული ოცნება“. ვაპირებთ ვიყოთ ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას ეს მათი საქმეა, მაგრამ მგონი აქამდე არ მივა საქმე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)