|
2021-02-15 16:33:52, 657 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოვიდნენ ანარქისტები
შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები, - ასე გამოხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, თუმცა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის „წითელი“ ზღვარი, რომელაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს. „რაღაც შეკრებაზე, ისევ და ისევ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგად,ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის „წითელი“ ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)