|
2021-02-15 15:54:09, 547 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არავის აქვს უფლება დადგეს კანონზე მაღლა და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპებს. „როგორც იცით, დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე გადის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ხვალ დილიდან კი, აღნიშნულ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავენ საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც წარედგინება პარლამენტს, პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. საზოგადოებამ შაბათს უკვე მოისმინა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. იქვე ითქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა უმრავლესობის ფორმატში აღარ გადავდეთ, რათა ნიკა მელიას ჰქონოდა დრო და შესაძლებლობა, კარგად გაეაზრებინა მისი უკანონო ქმედების მოსალოდნელი შედეგები, თუმცა ნაცვლად ამისა, მედიასივრცეში მისი და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებებიც კი გამოჩნდა. ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა, კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს მას. შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)