07:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 17:54:06, 1148 ნახვა

მსოფლიო
2016 წლის შემდეგ პირველად, დასავლეთ აფრიკაში ებოლავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

დასავლეთ აფრიკაში 2016 წლის შემდეგ პირველად, ებოლავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მათ შორის 1 ექთანია, რომელიც ვირუსით იანვრის ბოლოს დაინფიცირდა.

ამჟამად ქვეყანაში ებოლასთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ფაღარათი, პირღებინება და სისხლდენა კიდევ 8 ადამიანს აქვს.

მედიის ცნობით, 2013-2016 წლებში, ებოლას ეპიდემიის დროს, ჯამში 11 300 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის სააგენტო იუწყება ისინი ყველა კონტაქტის მოძიებას ცდილობენ.

მათივე თქმით, გვინეა დაუკავშირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და ჯანმრთელობის დაცვის სხვა საერთაშორისო სააგენტოებს ებოლას ვაქცინების შესაძენად. როგორც ვიცით, ვაქცინებმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს გადარჩენის მაჩვენებლები.

”WHO აძლიერებს მზადყოფნას და პასუხობს ძალისხმევას # ებოლას პოტენციური გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებით დასავლეთ აფრიკაში, რეგიონში, რომელიც ებოლამ 2014 წელს საკმაოდ დააზიანა,” - განაცხადა სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა აფრიკაში მატშიდისო მოეტმა Twitter- ზე.

ცნობისთვის, პირველად ეს ვირუსი 1976 წელს გამოჩნდა. სახელწოდება უკავშირდება მდინარე ებოლას, რომლის ნაპირებზე პირველი ეპიდემიური აფეთქება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics