14:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 15:03:22, 559 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ხვალ გაიმართება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ხვალ შედგება.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე სამომავლო გადაწყვეტილებებზე იმსჯელებენ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში.

როგორც პოლიტიკოს ამბობს, ეს ნაბიჯი "ოცნების" მხრიდან მდგომარეობის ესკალაციას და მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავს.

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

„ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართო შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ, მაგრამ ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics