14:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 13:21:13, 740 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი ხალხის ბედის „ჟონგლირებას“ ახდენს - უკრაინის საგარეო უწყება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას გმობს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის კომენტარშია აღნიშნული, რუსეთის აღნიშნული გადწაყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

„რუსეთი ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და ხალხის ბედის „ჟონგლირებას“ ახდენს, მათ კრიმინალური პოლიტიკური მიზნებისთვის მძევლად იყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასუტრა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიკავა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილი და აღნიშნულ ტერიტორიაზე უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინა მოუწოდებს და სთხოვს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაცეროს დესტაბილიზაციის ზომები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე,ზაზა გახელაძე.

ამასთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics