13:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 10:01:09, 516 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო პოლიტიკის, პროფესიული და უმაღლესი საპოლიციო განათლების, პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ასევე გაიმართა შეხვედრები შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები CEPOL-ის გაცვლით პროგრამაში 2013 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებში. შეხვედრებზე განიხილება კიბერდანაშაულის, არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის და სამართალდამცველთა სწავლების სისტემების საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics