|
2021-02-12 18:31:29, 682 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს
დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს. ამის შესახებ ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველოს მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა და პარტიის თანამდებობის პირების საკითხი დადგება, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება და საზოგადოების დაკვეთაა გაახლება და ახალი სახეები. მეორე მიზეზი - მიუხედავად იმისა, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი. მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკური კულტურის ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე, როდესაც პარტიის შედეგი არის უარესი, თუნდაც გაყალბებით, ლიდერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)