14:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 14:30:47, 643 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე მელიაზე - ეს არის გირაოს გადახდის წინაპოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური ჰალუცინაცია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდაზე უარის თქმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მელია საქართველოს კანონმდებლობაში ცალკე ჩაწერილი არ არის.

მანვე მელიას საქმესთან მიმდინარე საკითხებს გირაოს გადახდის წინაპოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური ჰალუცინაცია უწოდა.

„რაც ვნახეთ ნიკა მელიას მხრიდან, ეს არის გირაოს გადახდის წინა პოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური ჰალუცინაცია, როცა მას ერთ შემთხვევაში ჰგონია რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ, რომ ამას გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან მეორე შემთხვევაში როდესაც პოლიტიკურ ჰალუცინაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰგონია რომ კანონში ნიკა მელია ცალკეა ჩაწერილი და მართლმსაჯულება სხვანაირად მიუდგება. ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics