14:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 14:06:02, 583 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი მელიაზე - ეს არის იაფფასიანი აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა

ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით, ქულების დაწერის მცდელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოცემულ საქმეში არ არის სახელმწიფოს როლი, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, აქ არ არის, სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში, არანაირია. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, შეუძლია გააგრელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევის საკითხია, რა შუაშია აქ „ქართული ოცნება“ ან პროკურატურა ამას არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს, არის აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics