18:41 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 09:29:30, 493 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ - მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება, რას აპირებთ!

„პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა „ქართულ ოცნებას“ და აიჭრნენ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც მელია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ვადა ეწურება და მოუწევს გამოაცხადოს, თუ რას აპირებს.

„პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა „ქართულ ოცნებას“ და აიჭრნენ. უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი. ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად. მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!“, - წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ნიკა მელიას განცხადება სიმხდალისა და საზოგადოების მოტყუების მორიგი მცდელობაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics