18:42 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 18:08:44, 511 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - მითიური პერსონა, რომელიც გადამიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე

ადამიანი, რომელიც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, როგორც მითიური პერსონა, რომელიც გადამიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკანონოდ დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის.

„ძვირფასო ხელისუფლებავ! ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, მორჩა და გათავდა და ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, მითიური პერსონა, იქნება პირდაპირი გეუბნებით, ჩემი არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის არის მჭირდოდ დაკავშირებული არა „ქართულ ოცნებასთა“, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics