19:07 - 28 Oct, 2026
|
2021-02-10 09:28:59, 452 ნახვა
სამართალი
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნულ სხდომზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთანავე, წინასასამართლო პროცესს დღეს თავად ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვაც დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პროკურატურამ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)