|
2021-02-09 11:29:41, 535 ნახვა
პოლიტიკა
„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს
„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ბლოკი „ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის ფასების შექმნაში არ დაეხმარება. „მინდა გამოვეხმაურო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს და დემოკრატიის ფასების შექმნაში არ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვინგრია და წაგვართვა ევროპული არჩევანი, რადგან ვერ შეეგუა იმ პერსპექტივას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისად ჰყოლოდა კოალიციური მთავრობა, ამით მან ერთხელ და სამუდამოდ დაუდასტურა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მზად არის მხოლოდ და მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის მმართველობისათვის, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავეხმარებით, ვერც ერთ საკითხთან მიმართებაში. თუ „ქართულ ოცნებას“ რამე აინტერესებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გასწორებული, გადაკეთებული, კანონმდებლობის სრული იგნორირებით მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროდაც კი დევს და შეუძლია იქიდან შეისწავლოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)