19:27 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 11:30:29, 595 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავად ნაცვლიშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე.

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება. პარტიას „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.

პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით, თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.

სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - აღნიშნულია  ნაცვლიშვილის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics