01:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 19:43:42, 502 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე მელიაზე - საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს

„საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტების დაღვევის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა.

„სამწუხაროდ, სხვა გზა არა გვაქვს ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტები დავარღვიოთ.

არც სასამართლო გვაქვს, არც პროკურატურა, ნულოვანი ნდობა აქვს ყველა ინსტიტუციას. არც პარლამენტი გვაქვს, მთავრობა და პრემიერი კაბინეტიდან არ გამოსულან და ხალხს არ ელაპარაკებიან, ნულოვანია ნდობა.

მე ასე დავარღვიე მაგალითად ერთ-ერთი რეგულაცია, როცა დავარღვიე შინაპატიმრობა.

შინაპატიმრობაა, აბა რა არის, იძულებით რომ ხარ სახლში, მიუხედავად ჯანმრთელობის, ტესტის და ყველაფრისა. მერე მოუწიათ და შეცვალეს ეს რეგულაცია.

ახლა საზღვარზე რომ შემოხვალ, აღარ გჭირდება 12 დღე იყო.

ასე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ არის, რომ ვაიძულოთ ეს ადამიანები, ნორმალური, ცივილური წესებით ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, ეს არის ამის გამოძახილი და დანარჩენი „ქართულ ოცნებაზეა“, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მძიმე ვითარებაში არიან.

არ ვიცი, ახლა რატომ გაახსენდათ ნიკა მელიას გირაო, თვე-ნახევარი გავიდა, რაც უნდა დაებარებინათ.

ალბათ, საცივს ჭამდნენ და არ ეცალათ. საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics