2021-02-05 14:30:23, 607 ნახვა
მსოფლიო
მენტორული ტიპის განცხადებების გათვალისწინებას არ ვაპირებთ - დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, კრემლისთვის მიუღბელია ჯო ბაიდენის "ულტიმატუმის ნოტებით" საუბარი.
"ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ასეთი ტიპის განცხადებების, კერძოდ, რაიმე ტიპის მენტორული განცხადებების გათვალისწინებას ჩვენ არ ვაპირებთ და არც გავითვალისწინებთ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო გააკრიტიკა და კრემლს ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან