18:30 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 12:52:28, 679 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - კომისიაში ჩავერთვები, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია

კომისიაში ჩავერთვები, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით სიამოვნებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 800-ზე უბანზე ჰყავდა კომისიის წევრები. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ ანუ ბოკერიას პარტია.

ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს დაფინანსებული, ანაზღაურება გადახდილი კომისიის წევრები და იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ გაყალბების სრული სურათია, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ იმისთვის, რომ გვითხრან, ადასტურებენ თუ არა მათი დამკვირვებლები გაყალბების ფაქტს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics