18:29 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 17:11:24, 673 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ოცნებისთვის“ საგამოძიებო კომისია არის ალიბი, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღოს

„ „ოცნებისთვის“ საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა,სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან კარგად ახსოვს საზოგადოებას როგორ ექცეოდა ქართული ოცნება პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას.

„სირცხვილია, როდესაც ქართული ოცნება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, ის ქართული ოცნება, რომელიც ამ პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა ძალიან კარგად ვიცით და ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით.

ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც  შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა თემებზე“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics