01:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 15:25:51, 515 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია - თეა წულუკიანი უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია

„თეა წულუკიანი უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია“, - ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა გვარამია თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადებას.

როგორც გვარამია აღნიშნავს, თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელმაც სკოლა რომ დაამთავრდა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა.

 „მას შემდეგ რაც ნომერი გამოაცხადეს იმის მერე ალბათ 200-ზე მეტი ზარი შემოვიდა, ცხადია, არ ვპასუხობ. წულუკიანი გულის გასახეთქად ვიტყვი, რომ შემოდის მესიჯები, მასზე კარგის არ მთქმელი და ჩემი მხარდამჭერი. მესიჯებით მოწერა ეშინიათ ეტყობა, მუქარაზე ეგრევე ვუჩივლებ. არ დავინდობ არავითარ შემთხვევაში და გავყვები ხელისუფლება რომ შეიცვლება, გავყვები ციხემდე, ვინც აპირებს რომ მუქარებით რეკოს და მესიჯები წეროს. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრდა მამამ ნაჯახი ჯალათის ნაჯახი აჩუქა. ესაა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში, თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი, დაარღვია ყველაფერი რაც შეიძლება. პოლიტიკური დევნილიდან ყველანაირ დევნილად მაქცია. მე ამ ქვეყანაში დევნილი ვარ, რამე უფლება მაქვს საერთოდ? ჩემი ცოლიც კი წულუკიანის განსასჯელი გახდა, რაც უნდა ის ქნას. მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ბევრად ლამაზი“, - განაცხადა გვარამიამ.









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics