17:43 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 14:19:02, 529 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დააყენოს ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი

ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი, - ასე მიმართავს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტია „ქართულ ოცნებას“.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მმართველი პარტია ცდილობს, ოპოზიციას დეპუტატის სტატუსი მათი ნების წინააღმდეგ შეუნარჩუნოს.

„ „ქართულმა ოცნებამ“: თქვენ რომ ხმა მიეცით ადამიანს, რომელმაც უარი თქვა მანდატზე რადგან დარწმუნებულია რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ხალხის რეალურ ნებას - მაგას არ გავუშვებთ პარლამენტიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაიძულებთ ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიო. ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო (თუნდაც არასწორად იქცეოდეს). პლიუს ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ., მიუხედავად იმისა რომ აქ არ შემოდისო. ცხრაასორმცდაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო. მაგრამ მაინც არ გავუშვებთო. ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ:

„საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს“.

მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს“, - წერს ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics