14:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 14:07:53, 594 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას - ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებთ, თუ რამე არ მოგწონთ, ჩვენზე მეტად იბრძოლეთ

მპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებთ, თუ რამე არ მოგწონთ, ჩვენზე მეტად იბრძოლეთ, - ასე მიმართა „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება, ოპოზიციას.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მას სურს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები ქვეყანაში, რისი გარანტიც მის პარტიასა და „ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებული მემორანდუმია.

„არჩევნები გაყალბდა თუ არა გვეკითხებიან, გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა, მაგრამ მაშინ რატომ ვართ ამ დარბაზში? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები და ეს მემორანდუმი არის ამის გარანტია. მე მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ, არ მოსწონთ რაც წერია იქ, იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. მეტად დაახევინონ უკან „ქართულ ოცნებას“, უფრო კარგი პუნქტები შეიტანონ მემორანდუმში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics