14:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 09:13:26, 458 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

აღნიშნულ საკითხზე პარტიამ გუშინ პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  გადაწყვეტილება მას შემდეგ გახმოვანდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ან დაუჭერს მხარს ამ პროექტს ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღეს პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics